суббота, 21 декабря 2013 г.

მე-9 დღე

 დღეს  ტრენინგის ბოლო დღეა,გული მწყდება.იმდენი რამე ვისწავლე ამ ტრენინგზე.დიდი მადლობა ხათუნას და "ინტელს". დღეს ბლოგების პრეზენტაცია გვქონდა,ჩვენი საქაღალდე მივაბით ბლოგს,ვისწავლე როგორ შემიძლია შევცვალო მასალა და როგორ გავაზიარო.იმედია როცა რაღაც გამიჭირდება ხათუნა დამეხმარება,რჩევებს მომცეს, მის თანადგომას ვგრძნობ.

p.s.     ხათუნა, გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს.გისურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ოჯახის წევრების კარგად ყოფნას,ბევრი მასწავლებელი გაგენათლოს.
 ღმერთის წყალობა არ მოგკლებოდეს.

воскресенье, 8 декабря 2013 г.

მე-8 დღე

  მოკლედ რომელი  ერთი სიახლით დავიწყო აღარ ვიცი. უამრავი ინფორმაციის გაცნობა ხდებოდა.ბლოგის გასწორება და გვერდების დამატება და 
 ფაილების ატირთვა  ვისწავლეთ. სხვადასხვა დიზაინით , ფერით გაფორმება. გავეცანით ახალ საიტებს, მივიღეთ სასარგებლო  რჩევები.გავეცანით მე-7 მოდულს,ფასილიტაციის მასალებს......დრო შეუმჩნევლად გაგვეპარა.  დიდი მადლობა.

суббота, 7 декабря 2013 г.

მე-7 დღე

ტრენინგი დაიწყო რეფლექსიით : განვიხილეთ ჩვენი საშინაო დავალების ნიმუშები  და ავტვირთეთ ბლოგზე .

ტრენინგის შემდეგ ეტაპზე დავბრუნდით მეხუთე მოდულზე , გავაანალიზეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა და შევასრულეთ პრაქტიკული დავალება

воскресенье, 1 декабря 2013 г.

მე-6 დღე

დღევანდელი მეცადინეობა დავიწყეთ მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომების განხილვით  . 

შემდეგ დეტალურად გავაანალიზეთ   მეოთხე მოდულის აქტივობები : პედაგოგიური პრაქტიკა; მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა და შევასრულეთ პრაქტიკული დავალება

და განვიხილეთ ჩვენი ნამუშევრები წყვილებში. 

ტრენინგის დასასრულს ჩვენ გავაკეთეთ მეოთხე მოდულის  რეფლექსია

მე-5 დღე

მე-5 დღე

დღეს გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაციები.მომეწონა სხვა მასწავლებლების ნამუშევრები ალბათ ჩემიც მოიწონეს ,მომაწოდეს მოსაზრებებიც,რაც გავითვალისწინე.შემდეგ გავეცანით საავტორო უფლებებს.ვნახეთ რესურსებში სხვადასხვა ფორმები