დღეს ნაყოფიერად ვიმუშავეთ სასწავლო ნიმუშის შექმნაზე. კერძოდ, ეს იყო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა და შექმნა სტანდარტებისა და მიზნების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების, მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისგათვალისწინებით ,იმ ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, რომლებიც ეფექტურად უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ ცოდნისა და ინფორმაციის მიღებასა და მათ დემონსტრირებას.
воскресенье, 24 ноября 2013 г.
суббота, 23 ноября 2013 г.
მე-3 დღე
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ, გამოვიყენებ პრაქტიკაში ინტერნეტ რესურსებს და გამოყენებული ინფორმაციის წყაროს მივუთითებ.
ვიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმის კულტურაზე, შევასრულეთ საინტერესო სიტუაციური სავარჯიშო, ნელ-ნელა ვავსებთ ჩვენს პროექტს, იმედია დანარჩენი დღეებიც ასეთი საინტერესო იქნება .
ვიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმის კულტურაზე, შევასრულეთ საინტერესო სიტუაციური სავარჯიშო, ნელ-ნელა ვავსებთ ჩვენს პროექტს, იმედია დანარჩენი დღეებიც ასეთი საინტერესო იქნება .
воскресенье, 17 ноября 2013 г.
მე-2 დღე
დღეს ძალიან დავიღალე, ნახევარი ვერ გავიგე. ხათუნას ვპირდები სახლში გადავიკითხავ თავიდან. ხვალ ხუთი გაკვეთილი მაქვს ჩასატარებელი და ......
суббота, 16 ноября 2013 г.
1-ლი დღე
დღეს გავეცანით, როგორ კეთდება პუბლიკაციები, განვიხილეთ პროექტის გეგმა, გავიარეთ პროექტის დაგეგმვის ეტაპები: კონკრეტული სასწავლო მიზნების ჩამოყალიბება, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, მნიშვნელოვანი იდეების ორგანიზება, შეფასების გეგმის შედგენა, აქტივობების შედგენა.მიხარია ხათუნა რომ გაგიცანი შენზე ბევრი რამ სმენია.
Подписаться на:
Сообщения (Atom)